ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - 12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას, ე.წ. „დემოკრატიის შუქურას“ - 12 წლის შემდეგ „ქართლ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა

კახა კალაძე - 12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას, ე.წ. „დემოკრატიის შუქურას“ - 12 წლის შემდეგ „ქართლ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა

12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას, ე.წ. „დემოკრატიის შუქურას“ - 12 წლის შემდეგ „ქართლ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობა შეაფასა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას 2012 წლის შემდგე, ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონია.
მან „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს დღევანდელი დღე მიულოცა.
„დღეს, 12 წლის შემდეგ „ქართლ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა. მე ვიტყოდი, რომ 2012 წლის შემდგე, ასეთ მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არ ჰქონია, იმიტომ რომ საზოგადოება ჯერ კიდევ ხედავს საფრთხეს, იმ გამოწვევას, სირთულეებს, რომლებიც არსებობს. ერთადერთი ძალა არის „ქართლი ოცნება“, ვისაც რეალურად შეუძლია დაიცვას ქვეყნის ინტერესები, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება,“ - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.