კახა კალაძე – მადლობას ვუხდი შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ქვეყანას აარიდეს დიდი უბედურება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მორიგი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, მადლობას უხდის „შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ქვეყანას აარიდეს დიდი უბედურება“.
„ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. დადასტურდა, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ჩვენ ვიხილეთ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც იმართებოდნენ იმ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ.
მინდა, შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ქვეყანას აარიდეს ძალიან დიდი უბედურება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია