კალაძე – მადლობას ვუხდი შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ქვეყანას აარიდეს დიდი უბედურება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მორიგი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, მადლობას უხდის „შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ქვეყანას აარიდეს დიდი უბედურება“.

„ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. დადასტურდა, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ჩვენ ვიხილეთ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც იმართებოდნენ იმ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ.

მინდა, შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ქვეყანას აარიდეს ძალიან დიდი უბედურება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო