კახა კალაძე – ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ, სადაც კორპუსი უნდა აშენებულიყო, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ მისამართზე მშენებლობის პროცესში ფერდი ჩამოიშალა.
„ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა. ეს არის მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა. დაწყებული იყო გარკვეული სამუშაოები, რომლის შესრულებისას ჩამოიშალა ფერდი, რის გამოც მოგვიხდა მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის დროებით ქირით გაყვანა. ფერდი უკვე გამაგრებულია. გავაუქმეთ მშენებლობის ნებართვა და განხორციელდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ახლა კი, 1 500 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელ სივრცეს მოაწყობს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში