ამ ადამიანებს წამოცდენები აქვთ – კარგად იკვეთება, თუ რა ზრახვები გააჩნიათ – კახა კალაძე თემურ ალასანიას განცხადებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მიერ გაკეთებულ განცხადებებში მათი რეალური ზრახვები იკვეთება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრანტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას.
კალაძის თქმით, 2008 წლის ომს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანამ ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა.
“წამოცდენები აქვთ ამ ადამიანებს. ამ წამოცდენებში კი, რეალურად, კარგად იკვეთება, თუ რა ზრახვები აქვთ. ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე – მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოში გაჩნდეს მეორე ფრონტი და ქვეყანა ისევ იმ უბედურებაში ჩაერთოს, რაც, სამწუხაროდ, გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს საკუთარ თავზე. 2008 წელს რა ქნეს? ომით რა გააკეთეს? გეტყვით, რაც გააკეთეს: დავკარგეთ ტერიტორიები და ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი ოკუპირებულია; განადგურებულია ინფრასტრუქტურა; გვყავს უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და გმირი ჯარისკაცები. აი, ეს მივიღეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობა ეკონომიკური გაძლიერებითა და მშვიდობის შენარჩუნებით უნდა აღიდგინოს.
“ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გაძლიერდეს თითოეული ოჯახი და ამ ყველაფრით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები „რეალურად რასაც ფიქრობენ და რისი გაკეთებაც უნდათ, იმაზე საუბრობენ“.
“ასეთი განცხადებები სამარცხვინოა, პირდაპირ მოწოდებაა იმისკენ, რომ სიძულვილი კიდევ უფრო გაღრმავდეს. ყველა ამაზე ვსაუბრობთ, რომ პოლარიზაცია უნდა შემცირდეს. მაგრამ ამითაც კარგად იკვეთება, რომ ადამიანებს არ აინტერესებთ, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური პოლიტიკური გარემო, სტაბილური ვითარება. ადრე ვთქვი და ერთ-ერთმა პარლამენტარმა, თუ არ ვცდები, ხათუნა სამნიძე იყო, თქვა, კალაძე ეწინააღმდეგებაო. პირიქით, ყოველთვის მოვუწოდებთ და მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები და დაძაბულობა და პოლარიზება შემცირდეს. მაგრამ ამ ადამიანებს წამოცდენები აქვთ და რეალურად რასაც ფიქრობენ და რისი გაკეთებაც უნდათ, იმაზე გვესაუბრებიან“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამ აშშ-ში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე წართმეული ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება