ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი დაკარგა საქართველომ - ოთარ იოსელიანის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის

კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი დაკარგა საქართველომ - ცნობილი ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კალაძის განცხადებით, სამძიმარს უცხადებს მთელ საქართველოს.
„გიორგობისთვე", "იყო შაშვი მგალობელი", "პასტორალი", "მთვარის ფავორიტები", "პეპლებზე ნადირობა" და სხვ. - ესაა ოთარ იოსელიანის მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერით გადმოცემული კინო ამბები ადამიანებზე, მათ ღირებულებებზე, კონფორმიზმის საფრთხეებზე.
ოთარ იოსელიანმა ხანგრძლივი მოღვაწეობის გზაზე დაგვიტოვა საკუთარი სათქმელი, მდიდარი შემოქმედების სახით", - წერს კალაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.