გიორგი ვოლსკი: ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც განმსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ის უამრავ სასიკეთო საქმეს ჩაუდგება სათავეში

გიორგი ვოლსკი: ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც განმსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ის უამრავ სასიკეთო საქმეს ჩაუდგება სათავეში
ის დაიცავს კონსტიტუციას. ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც განმსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას.
„ზუსტად ესმის თავისი მოვალეობა და ფუნქცია და უამრავ სასიკეთო საქმეს – მეცენატობას ჩაუდგება სათავეში, იქნება ინიციატორი, ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს იმ კონსტიტუციურ ფორმატში, ჩარჩოებში, რომელიც განსაზღვრული აქვს საქართველოს პარლამენტს. ასე რომ მას წარმატება ვუსურვოთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტია. პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს