კახა კალაძე – ერთადერთი ალტერნატივა, რაც საცობების პრობლემის მოწესრიგების შესაძლებლობას მოგვცემს რეფორმაა, რომელიც დაწყებული გვაქვს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს

ერთადერთი ალტერნატივა, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვაწესრიგოთ აღნიშნული მიმართულება [ქალაქის საცობები], ეს არის ის რეფორმა, რომელიც დაწყებული გვაქვს, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ დედაქალაქის საცობებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საცობების პრობლემა გამოწვეულია ქალაქში კერძო ავტომობილების სიჭარბის გამო.
„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც საცობებთან დაკავშირებით არის, გაზრდილი ავტომობილების რაოდენობაა. მე საზოგადოებას წარვუდგინე მონაცემები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2012 წლისთვის, ქალაქში დაახლოებით, 180 000 ერთეული ავტომობილი გადაადგილდებოდა და დღეის მდგომარეობით პიკის საათში 600 000-ზე მეტი გადაადგილდება.
ერთადერთი ალტერნატივა, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვაწესრიგოთ აღნიშნული მიმართულება [ქალაქის საცობები], ეს არის ის რეფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. ახალი ავტობუსები, შესაბამისი საავტობუსო ზოლების გაჩენა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარალელურად, ჭკვიანი შუქნიშნის პროექტის განხორციელება, რომელზეც უკვე დაფინანსება მიღებული გვაქვს – ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში გადაადგილება იყოს შესაძლებელი. თუმცა, ვიმეორებ კერძო ავტომობილების ნაწილში გვაქვს ზრდა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება და წინ მიდის. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 47% ფლობს ავტომობილს და მგონია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.