ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მინდა, გთხოვოთ ყველას, ევროვიზიის მონაწილე უნიჭიერეს ბავშვებს მიეცით ხმა, დავუდგეთ გვერდით ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში, მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ევროვიზიის ქართველი მონაწილეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
როგორც კახა კალაძე აცხადებს, მათი გამარჯვება, ქვეყნის გამარჯვებაა.
„ჩვენ ძალიან უნიჭიერეს ბავშვებს, ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატსა და ოთო ბაზერაშვილს, რომლებიც საბავშვო ევროვიზიაზე წარმოადგენენ საქართველოს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ამისთვის საჭიროა გავერთიანდეთ ყველა, დავუდგეთ გვერდით პატარებს ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში. მინდა, გთხოვოთ ყველას, არ დაიზაროთ იაქტიურეთ, მიეცით ხმა ევროვიზიის გვერდიდან დღეს და ხვალ. წარმატებები და გამარჯვება საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ 26 ნოემბერს Palais Nikaïa-ს სცენაზე მეათე ნომრად წარდგება. 24 ნოემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.