– ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით კითხვები არსებობს, ამიტომ არ ისურვეს საგამოძიებო კომისიაზე მისულიყვნენ და საზოგადოებას დაენახა, რა იყო მათი როლი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაბარებული იყო – არ მისვლის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებებია და რა თქმა უნდა, ეს განხორციელებული იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე მტკიცებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ, რადგან საზოგადოებას არ დაენახა, “თუ რა იყო მათი როლი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში”.
“მათ [ხაზარაძე-ჯაფარიძის] მიერ თავის არიდება რატომაც მოხდა, ხვდებით. ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიის წევრები არ ყოფილან, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მათ თავიანთი ფუნქცია ჰქონდათ და ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით არსებობს კითხვები. რა თქმა უნდა, ამიტომ არ ისურვეს მათ [კომისიაში] მისულიყვნენ და კიდევ ერთხელ, ფართო საზოგადოებას დაენახა, თუ რა იყო მათი როლი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.
რაც შეეხება ხაზარაძის-ჯაფარიძის კომისიაში არ მისვლას, კანონით არის გათვალისწინებული თუ რა ღონისძიებები უნდა მოხდეს და შესაბამისი რეაგირება იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს

ლევან მახაშვილი: უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს