ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - დეკლარაციასთან დაკავშირებით თავად ირაკლი ღარიბაშვილს შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები - პარტიაში რატომ უნდა იყოს ხელფასები? მე გენერალური მდივანი ვარ 2012 წლიდან მოყოლებული და პარტიიდან ერთი თეთრი ხელფასი არ ამიღია

კახა კალაძე - დეკლარაციასთან დაკავშირებით თავად ირაკლი ღარიბაშვილს შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები - პარტიაში რატომ უნდა იყოს ხელფასები? მე გენერალური მდივანი ვარ 2012 წლიდან მოყოლებული და პარტიიდან ერთი თეთრი ხელფასი არ ამიღია

პარტიაში რატომ უნდა იყოს ხელფასები, რამე ახალია და ჩვენ არ ვიცით? – მე გენერალური მდივანი ვარ 2012 წლიდან მოყოლებული და პარტიიდან ერთი თეთრი ხელფასი არ ამიღია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რატომ არ აქვს ირაკლი ღარიბაშვილს დეკლარაციაში მითითებული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოსტზე ყოფნის ანაზღაურება.
როგორც კალაძე აღნიშნა, პარტიული თანამდებობის პირებს ხელფასები არ აქვთ.
„პარტიაში რატომ უნდა იყოს ხელფასები, რამე ახალია და ჩვენ არ ვიცით? არც პარტიის თავმჯდომარეს, არც აღმასრულებელ მდივანს, არც გენერალურ მდივანს... მე პარტიის გენერალური მდივანი ვარ 2012 წლიდან მოყოლებული და პარტიიდან ერთი თეთრი ხელფასი არ ამიღია. ჩვეულებრივი მომენტია, რა არის ამაში [ახალი]?! [დეკლარაციასთან დაკავშირებით] ბატონ ირაკლის შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები და დარწმუნებული ვარ, მიიღებთ ამომწურავ პასუხს“, - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.