როდესაც შენს ქვეყანას არ ეკუთვნი და გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება – კახა კალაძე

როდესაც შენს ქვეყანას არ ეკუთვნი და გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება – კახა კალაძე
„ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია კატეგორიული იყო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა, ბოლო დღეებში გარედან სხვა დავალება მიიღეს და დამოკიდებულებაც შეიცვალეს.
„რამდენიმე თვის უკან ძალიან მყარი პოზიცია ჰქონდათ – საუბრობდნენ, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება დამღუპველი იქნებოდა. ისინი კატეგორიულები იყვნენ. თუმცა, ბოლო დღეებია, ხედავთ როგორი შერბილებული მესიჯები აქვთ, რადგან ასეთი დავალება მიიღეს. მერწმუნეთ, ამ ადამიანებს არანაირად არ აქვთ იმის საშუალება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღონ. რასაც თავიანთი პატრონები დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გავიხსენით მათი განცხადებები და გაიხსენეთ ჩემი შეფასებებიც. მე ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არც საკუთარ თავებს, არც ოჯახებს, არც ქვეყანას არ ეკუთვნიან. როდესაც აგენტი ხარ, გარე დავალებებს ასრულებ. ადრე ასეთი დავალება ჰქონდათ და ასე საუბრობდნენ, დღეს სხვა დავალება აქვთ და მათი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ვნახოთ როგორი პრინციპულები იქნებიან.
არჩევნებში მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება. მსგავს დაჯგუფებებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი არ ექნებათ. როდესაც შენს ქვეყანას არ ეკუთვნი, არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მთლიანად გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”