კახა კალაძე დებატების გაქრობას “დიფ სტეიტს“ აბრალებს – “ეს იყო გარედან წამოსული დავალება“ (ვიდეო)

“ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ დებატები უნდათ, მაგრამ ისევ კრიტიკულ მედიას ესხმიან თავს.

“პირველები“ დაინტერესდა, რამდენად რეალურია ივანიშვილის პარტიის სურვილი, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან საჯარო დისკუსია ყველგან გამართონ, მათ შორის მივიდნენ კრიტიკული მედიების ეთერებში.

აღნიშნული კითხვის მოსმენისთანავე, პასუხის გაცემის ნაცვლად “ტვ პირველს“ დაესხა თავს და სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტი: თქვენ გსურდათ ამ წლების განმავლობაში რამე დისკუსია, ან დებატი “ტვ პირველზე“ და კრიტიკულმა არხმა დაგიშალათ თუ, რა მოხდა, როგორ გავიგოთ თქვენი პოზიცია?

კალაძე: თქვენი ტელევიზია დაკავშირებულია სიცრუესთან და სიყალბესთან. მოგიწევთ ამ ყველაფრის გამოსწორება, თუ გინდათ, რომ რეალურად საზოგადოებას უთხრათ სიმართლე.

კალაძემაც, კობახიძის მსგავსად, განსხვავებული აზრის გაქრობა “დიფ სტეიტს“ დააბრალა.

დარწმუნებული ვარ, ეს იყო გარედან წამოსული დავალება, რომ არავითარ შემთხვევაში არ ყოფილიყო დისკუსია, არ უნდა ყოფილიყო დებატი. “ქართულ ოცნებას“ არაერთხელ გამოუხატავს მზაობა თუნდაც დიალოგის, არაერთი განცხადება გაგვიკეთებია და ამ ყველაფერზე შეგიძლია მოიძიოთ ინტერვიუებიც არის, – ამბობს ის.

ირაკლი პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს – “ოცნების” პრემიერმა გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ  ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

ამასთან,  იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ოპონენტებს დისკუსიაზე უარს ეტყვის. კობახიძის მტკიცებით, არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ, პირდაპირ თუ ირიბად აარიდონ თავი დებატებს, რათა ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გააგრძელონ და “სიძულვილი გააღვივონ ქვეყანაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად