კახა კალაძე: არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია, დებატი

კახა კალაძე აცხადებს, რომ დებატები, პოლემიკა ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა არა ისეთი, როგორიც საქართველოშია.

მისივე თქმით, პოლემიკა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა.

“დებატები, პოლემიკა ყოველთვის მისასალმებელია. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრება და ზუსტად დებატებით არის შესაძლებლობა საზოგადოებამ გაიგოს, რომელი მიმართულება არის სწორი. ჩვენთან დამკვიდრებული არის ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება. ეს ყოველდღიური პრაქტიკაა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან, რაც სამწუხაროა. ამ წამოწყებას მივესალმებით, მზად ვართ. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია, დებატი”, – აღნიშნა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს – “ოცნების” პრემიერმა გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ  ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

ამასთან, კობახიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ოპონენტებს დისკუსიაზე უარს ეტყვის. კობახიძის მტკიცებით, არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ, პირდაპირ თუ ირიბად აარიდონ თავი დებატებს, რათა ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გააგრძელონ და “სიძულვილი გააღვივონ ქვეყანაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე – ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც საღ აზრთან არის დაკავშირებული – სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს

თინა ბოკუჩავა – თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები