კახა კალაძე – გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ – ალბათ, დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გიგა ბოკერია და გიორგი ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ – ალბათ, დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთის საელჩო „ერთ-ერთი მოწინავეა იმ დიპლომატიურ მისიებს შორის, რომლებიც საქართველოში საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებასა და რევოლუციის მცდელობას ახალისებს“.
„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივი დიპლომატების ჩართულობასა და კავშირზე ძალადობრივ ჯგუფებთან, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის საელჩო ერთ-ერთი მოწინავეა ამ ყველაფერში, რომელიც ახალისებს ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩას და დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობის მცდელობას და ა.შ. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ, დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან.“- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირმა ინაშვილი: პარლამენტმა შეცვალოს “დანოსების შესახებ” საბჭოური კანონი და სხვა წითელი კანონები, 37- იან წლებს რომ აცოცხლებს, გადადგით ერთი ნაბიჯი მაინც ვითარების განმუხტვისკენ, თორემ არავინ, არავინ არ გაპატიებთ იმას, რა უბედურებაც შესაძლოა ქვეყანაში დატრიალდეს

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ