კახა კალაძე – აქაურ „აკაცუკებს“ ჰყავთ თავიანთი პატრონები – ჩვენი პარტნიორი არის ქართველი ხალხი და ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან, ამას ვერ ეღირსებით ვერასდროს!

აქაურ „აკაცუკებს“ ჰყავთ თავიანთი პატრონები. ჩვენი პარტნიორი არის ქართველი ხალხი და ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან. ამას ვერ ეღირსებით ვერასდროს! – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ბრიტანეთის მთავრობის პოზიციაა ის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა და დემოკრატიის უკუსვლაა სანქციების მიზეზი და არა ის, რომ ოპოზიცია ფიქრობს ამგვარად“. როგორც კალაძე აღნიშნავს, „ორივე ერთნი არიან“.
„ერთნი არიან ესენი, რა ვერ გაიგეთ? აქაურ „აკაცუკებს“ ჰყავთ თავიანთი პატრონები. ჩვენი პარტნიორი არის ქართველი ხალხი და ნურავის ჰგონია, რომ ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან. ამას ვერ ეღირსებით ვერასდროს. ამ ქვეყანას მართავს ქართველი ხალხი. რაც შეეხება განცხადებებს, როგორც ევროპარლამენტარების, სხვადასხვა თანამდებობის პირების, იგივე ბრიტანეთის წარმომადგენლების მხრიდან, რომლის მაგალითიც მოიყვანეთ, არის სიცრუეზე, ტყუილსა და ცილისწამებაზე დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა სანქციებს, კალაძე პასუხობს: „საერთოდ არ გვაქვს არანაირი პრობლემა“.
ამასთან, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ჯეიმს მაკლერის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ეხება.
„რამდენჯერ უნდა დაასანქცირონ ეს კაცი? ის განცხადებები და მაგალითები, რომელზეც საუბრობთ, აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილზე, სიცრუეზე და ცილისწამებაზეა დაფუძნებული. ეს არის დღევანდელი სამწუხარო რეალობა. რომელია პოლიტპატიმარი? „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ ესროდა პოლიციელს თუ ჯოხს რომ ურტყამდა და ქვებს ესროდა? რეალურად ვუყურებ და ვხედავ ყველაფერს, რაც ხდება. პოლიციელთან, რომელიც დგას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, მიდის ახალგაზრდა და ესვრის „მოლოტოვის კოქტეილს“, აქვს მცდელობა, ცოცხლად დაწვას ადამიანები, გამოდიხართ და გმირად გინდათ შერაცხოთ და მე ვუყურებ ცალმხრივად მოვლენებს?“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება