სადაც “გლობალური ომის პარტია” ვერ ატარებს თავის ინტერესს, მაშინვე ხდება თავდასხმები –

სადაც “გლობალური ომის პარტია” ვერ ატარებს თავის ინტერესს, მაშინვე ხდება თავდასხმები –
სახელმწიფო გადატრიალება ფინანსდებოდა გარედან, ეს არ არის ახალი, ხალხი უკვე ყველაფერს ხედავს. საპატრიარქოზე, პატრიარქზე, სარწმუნოებაზე, ეკლესიაზე დარტყმა ხდებოდა გარედან დაფინანსებით. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ქვეყანაში, სადაც “გლობალური ომის პარტია” ვერ ახერხებს საკუთარი ინტერესის გატარებას, მაშინვე იწყება თავდასხმები, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება და სასამართლოზე ზეწოლა, რისი ნათელი მაგალითიც არის რუმინეთი. კალაძის თქმით, რუმინეთში, სასამართლოს პირდაპირ გააუქმებინეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ოპოზიციონერ კანდიდატს არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ამიტომ მიმდინარეობდა საქართველოშიც სასამართლოზე შეტევა.
“ზოგადად, ყველა ქვეყანაში, სადაც “გლობალური ომის პარტია” ვერ ატარებს თავის ინტერესს, მაშინვე ხდება თავდასხმები, შეურაცხყოფები, საზოგადოების დაპირისპირება, სასამართლოზე ზეწოლა. ავიღოთ რუმინეთის მაგალითი: ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, თუ როგორ ცდილობდნენ საქართველოში სასამართლოზე ზეწოლას და სასამართლოს ხელში ჩაგდებას და რატომ სჭირდებოდათ ეს? რუმინეთი არის საუკეთესო მაგალითი – პირდაპირ საპრეზიდენტო გააუქმეს, სასამართლოს მიაღებინეს გადაწყვეტილება და საერთოდ გააუქმეს არჩევნების შედეგები. სასამართლოს მიაღებინეს გადაწყვეტილება და ოპოზიციის კანდიდატი საერთოდ მოხსნეს და არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მთავარ მიზეზად რა დაასახელეს, რომ ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე მან უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე მეორემ. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდი ხდება ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში? ამიტომ ხდება სასამართლოზე ეს შეტევა, ამიტომ მიმდინარეობდა ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, მეორე ფრონტთან დაკავშირებით სანქციები, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და ა.შ.” – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს