კახა კალაძე აშშ-თან ურთიერთობებზე – ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება – რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება მეგობრები და პარტნიორები.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, გადატვირთვა იმიტომ, რომ ის, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება. ყველა განცხადება იყო გაჯერებული ტყუილით, სიცრუით და მუქარით. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ვგულშემატკივრობთ ტრამპის ადმინისტრაციას, თავად ტრამპს. თქვენ იცით, რომ გაჟღერებული იყო დაპირებები „დიფ სთეითის“, გლობალური ომის პარტიის დამარცხების, ასევე ომის დასრულების შესახებ. ვნახოთ, როგორ მოხდება ამ დაპირებების შესრულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში