ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - აღმშენებლობა და განვითარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც ქვეყანაში არსებულ მშვიდობას მოაქვს

კახა კალაძე - აღმშენებლობა და განვითარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც ქვეყანაში არსებულ მშვიდობას მოაქვს

დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის მომდევნო ოთხ წელში პრიორიტეტული მიმართულება კვლავ იქნება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური და განათლების პროექტები. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, კახა კალაძის თქმით, თბილისში გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, რომლის ეტაპობრივი მოგვარებაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს შეუძლია.
„ჩვენთვის დედაქალაქში ყველა მიმართულება პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, თუნდაც სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკის, განათლების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს და ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოაგვაროს, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს - გამზირებისა და ქუჩების მოწყობა-რეაბილიტაციას. აუცილებლად გავაგრძელებთ ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას. ისევ დიდ ყურადღებას დავუთმობთ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რომ ხელი შევუწყოთ ყველა იმ ოჯახს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი პროექტები, სარაგბო, საფეხბურთო მოედნების მოწყობა და ა.შ. აღმშენებლობა და განვითარება შეუქცევადი პროცესია. ცხადია, ეს ყველაფერი მშვიდობას მოაქვს და შემდეგ უკვე ყველაფერი შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.