კახა კალაძე – ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება

დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაუმკლავდეს, „ქართული ოცნებაა“.
„[არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას] არანაირი შანსი არ აქვს, რადგან არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც მე და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გვყავდეს, არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება. ერთადერთი გუნდი, ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რომ გაუმკლავდეს აღნიშნულ პრობლემებსა და გამოწვევებს, არის „ქართული ოცნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი