ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც, შესაძლოა, დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი - მარტივი კითხვა მაქვს: რატომ უშლის გამჭვირვალობის კანონი ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას?

როდესაც საუბარია ექსტრემისტული და რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე, სახელმწიფოს ძირის გამოთხრაზე, სახელმწიფო სათანადო სიმაღლეზე დადგება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს, ვინც არ უნდა იყოს ის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს,- ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “არცერთი გაერთიანება არ უღირს“, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დააზიანოს.
“არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც, შესაძლოა, დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, ხვალინდელი დღე, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რისთვისაც ჩემი წინაპრები იბრძოდნენ, სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. ყველა გაერთიანებას ეხება ეს.
ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვესაუბრებიან, რატომ უშლის აღნიშნული კანონპროექტი ხელს?
ერთი არგუმენტი დამისახელოს ვინმემ. ყველა კარგი პროექტის განხორციელებას მივესალმებით, როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ხელი შეუშალოს ამას, მაგრამ როდესაც საუბარია ექსტრემისტულ დაფინანსებაზე, რევოლუციურ დაფინანსებაზე, სახელმწიფოს ძირის გამოთხრაზე, სახელმწიფო სათანადო სიმაღლეზე დადგება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს, ვინც არ უნდა იყოს ის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს.
გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ყველას პატივს ვცემ გერმანიას, ამერიკას, ჩემთვის ყველაზე მთავარია ჩემი ქვეყანა, რას იტყვის ხალხი“,- აღნიშნა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.