ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე: არცერთ გაერთიანებას მივცემთ უფლებას, ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გაიგოს

მართლაც, არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელიც დააზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ხვალინდელ დღეს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ.
რა თქმა უნდა, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს. ყველა გაერთიანებას ეხება ეს, რომელი გაერთიანებაც გინდათ.
ყველაფერს დაინახავს საზოგადოება. ვნახავთ, სადაც ვიმყოფებით, ამ რთულ გზაზე. ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შეეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარებას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას, რა თქმა უნდა, არ მიღირს ამად.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.