ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაჭკაჭიშვილი მიქანაძესთან შეხვედრაზე: სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია

კაჭკაჭიშვილი მიქანაძესთან შეხვედრაზე: სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია

სოციოლოგი, თსუ-ის ლექტორი იაგო კაჭკაჭიშვილი ქართული ოცნების განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და მინისტრი შეუვალია.

მისივე განხადებით, მიქანაძემ თქვა, რომ მხარეებს მსჯელობის გაგრძელება მხოლოდ იმ თვალსაზრისით შეუძლიათ, თუ როგორ მოხდება გაერთიანების პროცესი, თუმცა გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება.

"სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია. ის ამბობს, რომ ჩვენ შეიძლება, ვიმსჯელოთ მხოლოდ იმაზე, როგორ გახდეს გაერთიანების პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულო, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია"- თქვა კაჭკაჭიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე მყოფი ლექტორები მიქანაძეს უხსნიდნენ და არგუმენტებს ასახელებდნენ, თუ რატომ არ უნდა გაერთიანდეს ეს ორი უნივერსიტეტი, თუმცა ოცნების მინისტრის ერთადერთი არგუმენტი არის ის მტკიცება, რომ გაერთიანება გააუმჯობესებს ხარიხს.

"მინისტრს ეუბნებიან, რომ ამ გაერთიანებას არანაირი რაციონალი არ აქვს ისეთ, რომელიც ამ გაერთიანებას სინერგიას შესძენს, ეუბნებიან რომ სტუ არის საუკუნოვანი ბრენდი და მისი ასე ხელყოფა შეუძლებელია, ეუბნებიან, რიომ ლოჯისტიკურად პროგრამების გაერთიანება რთულია. მე ვუთხარი, რომ ეს გადაწყვეტილება აკადემიურ სივრცეზე ტოტალური კონტროლის დამყარების ერთ-ერთი რგოლია და შევეცადე, დამესაბუთებინა. უამრავი არგუმენტი იყო საწინაღმდეგო, მაგრამ მინისტრის არგუმენტი არის ერთადერთი - ეს გაერთიანება გააუმჯობესებს ხარისხს - სწავლების და კვლევის. ოღონდ, როგორ გააუმჯობესებს, ეს არ უთქვამს. მე ვარ ბოიკოტის მომხრე, სხვები არიან თუ არა, ეგ არ ვიცი ნამდვილად"- თქვა კაჭკაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.