განათლების სამინისტრო თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე თსუ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილა.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.
ზვიად გაბისონიას განცხადებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ექნებათ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები შედგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება – ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი

ნანა დიხამინჯია: სინამდვილეში, უკვე წლებია, ყველაზე დიდი სიწმინდე – გელათია შეურაცხყოფილი… მერე იმათ მივადგეთ, ვინც სკოლების ფული შეჭამა და ვის გამოც ათიათასობით ბავშვი დადის დანგრეულ სკოლაში