ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„კაცმა აღიარა, მოინანია, ზოგიერთი ვირთხასავით ევროპაში არ გაქცეულა და ასეთივე შემართებით, დარწმუნებული ვარ – სასჯელსაც მოიხდის“ – დავით ქართველიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე:
„არავის დავუწყებ იმის მტკიცებას, როგორ მტკივა გული ირაკლიზე. ხოლო მის განკითხვაში ნურავინ ჩავარდებით – “არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს”. თითოეული ჩვენგანი არის ცოდვილი ბუნების მატარებელი, რომელსაც ამა თუ წარმატებით ვუმკლავდებით ცხოვრების განმავლობაში. და ყველას გვაქვს შენდობის და შეცდომების გამოსწორების შანსი და უფლება. იმ შრომას, და ხშირად – გმირობასაც, ნუ ჩავუყრით წყალში, რასაც არაერთგზის ჰქონდა ადგილი მისი მხრიდან. ამის არდანახვასა თუ მივიწყებას უკვე უმადურობა ჰქვია და ესეც ცოდვაა. კაცმა აღიარა, მოინანია, ზოგიერთი ვირთხასავით ევროპაში არ გაქცეულა და ასეთივე შემართებით, დარწმუნებული ვარ – სასჯელსაც მოიხდის. გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა – დანარჩენს უფალი მიხედავს. ღმერთმა გააძლიეროს ირაკლიც და მისი ოჯახიც“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.