კაშ პატელი: FBI-მ რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული კიბერაქტორები გამოავლინა

FBI-მ რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული კიბერაქტორები გამოავლინა, რომელთა მიზანს შეტყობინებების აპლიკაციებში შეღწევა წარმოადგენს” – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, კაშ პატელი ავრცელებს.
💬 “კამპანიის სამიზნე მაღალი სადაზვერვო ინფორმაციების მქონე პირები არიან, მათ შორის აშშ-ის მთავრობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები, სამხედრო პერსონალი, პოლიტიკური ფიგურები და ჟურნალისტები.” | აცხადებს FBI-ის დირექტორი
🔴 მისივე ცნობით, რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულმა კიბერაქტორებმა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით პირად ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომა მოიპოვეს
💬 “წვდომის მოპოვების შემდეგ, აქტორებს შეუძლიათ შეტყობინებების და საკონტაქტო სიების ნახვა, შეტყობინებების გაგზავნა და დამატებითი ფიშინგის განხორციელება.” | აღნიშნა პატელიმ

ასევე დაგაინტერესებთ

უთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

ვახუშტი მენაბდე – სუს-ის განცხადება პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს – რაც შეეხება ნიკა მელიას განაჩენს, „ოცნება“ მასთან შეზრდილი სასამართლოთი ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები