– რუსეთმა თეირანს Shahed-ები და სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომელიც ირანმა ამერიკული ბაზების და მეზობლების წინააღმდეგ გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, რუსეთმა ირანს Shahed-ის ტიპის დრონები გადასცა, რომლებიც თეირანმა უკვე გამოიყენა ამერიკულ ბაზებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე თავდასხმებისთვის.

„ისინი იყენებენ ირანის ლიცენზიებს. თქვენ იცით, რომ მათ დაამზადეს მრავალი დრონი და გადასცეს მათ. მე მაქვს 100%-იანი მტკიცებულება, რომ ირანის რეჟიმმა ეს დრონები გამოიყენა ამერიკული ბაზების და ახლო აღმოსავლეთში მისი მეზობლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ეს ირანული დრონები რუსულ კომპონენტებს შეიცავს.

„და მეორეც, ჩემმა დაზვერვამ მითხრა, ისინი თვლიან, რომ უზიარებს სადაზვერვო მონაცემებს ირანის რეჟიმს. ისინი ეხმარებიან მათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე