ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაფე-რესტორნებში ხინკალი 13.7%-ით გაძვირდა, ხაჭაპური - 4.3%-ით, ყავა კი 4.22%-ით

ივლისში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 3.11%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოში 1.8%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის. ამ ჩამონათვალში შედის კაფეებსა და რესტორნებში ზოგიერთი პროდუქტის ფასიც.
რესტორნებში გაზრდილია ფასი ტრადიციულ კერძებზე. ქართულ რესტორნებში ხინკალი წლიურად 13.7%-ით გაძვირდა. გასული წლის ივლისთან შედარებით 4.3%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 7.6%-ითაა გაზრდილი.
გაზრდილია კაფეში ყავის ღირებულებაც და ივლისში წლიურმა ზრდამ 4.22% შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.