თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა. ამ დრომდე სახლური ხინკლისა და მოდერნისტული ქართული კერძების სივრცე მომხმარებელს მხოლოდ თბილისში, ერთ ლოკაციაზე მასპინძლობდა. 2022 წელს ფორბსის „დაფნა“ „The 12 Best Georgian Restaurants In Tbilisi“ -ის სიაში მოხვდა და ტურისტულ გზამკვლევებში უმაღლესი რეიტინგით სარგებლობს.
კაფე ბათუმში, მემედ აბაშიძის 43 ნომერში, ისტორიულ შენობაში მასპინძლობს სტუმრებს და იმეორებს თბილისში არსებული ფილიალის მინიმალისტურ კონცეფციას.
„“დაფნა“ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წლიანი პარტნიორობისას დავრწმუნდით, რომ მათთვის პრიორიტეტი ხარისხია, სწორედ ამიტომ, ძალიან მარტივად შევთანხმდით ახალი ფილიალისთვის საჭირო აქტივების დაფინანსებაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ბათუმს გამორჩეული ლოკაცია შეემატა და მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს“, – ნოდარ ბარბაქაძე, თიბისი ლიზინგის საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„თავდაპირველად გაჩნდა გაფართოების იდეა, შემდეგ სურვილი, რომ არა თბილისში, არამედ ბათუმში შეგვექმნა სივრცე, რომელიც სახლური ხინკლით გაუმასპინძლდებოდა სტუმრებს. ვუფრთხილდებით იმ სიყვარულს და ნდობას, რომელიც დავიმსახურეთ, ამიტომ კაფე „დაფნა“ ბათუმში იმეორებს დამკვიდრებულ ხარისხს და სტანდარტს. იმედი გვაქვს, რომ აქაც გავხდებით მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილი“, – ნიკოლოზ მამეიშვილი, კაფე „დაფნას“ დამფუძნებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ