ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კატარი აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი შუამავლის როლს არ ასრულებს

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კატარი აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი შუამავლის როლს არ ასრულებს

კატარი აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი შუამავლის როლს არ ასრულებს, - ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაჯედ ალ ანსარიმ განაცხადა.

„ჩვენ აშშ-ის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კონტაქტში ვართ. მათ ომში ჩართვის გადაწყვეტილება იმ პარამეტრების საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მათი აზრით, რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება“, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, კატარი ომის დასრულების მიზნით დიპლომატიურ ძალისხმევას მხარს უჭერს.

„დეესკალაციის, კრიზისიდან გამოსავლის პოვნისა და ჩვენს ქვეყნებზე თავდასხმების შეჩერების მიზნით მათთან ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა ანსარიმ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.