Axios – „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კაია კალასმა და მარკო რუბიომ იკამათეს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კაია კალასმა და მარკო რუბიომ იკამათეს, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარასკევს, საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა -ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ჰკითხრა, თუ როდის გააძლიერებს რუსეთზე ზეწოლას.

წყაროების ინფორმაციით, კალასმა რუბიოს გასულ წელს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც რუბიომ პირობა დადო, რომ თუ ომის დასრულების მცდელობებს ხელს შეუშლიდა, მაშინ ვაშინგტონი გადამაწყვეტ ზომებს მიიღებდა.

„ერთი წელი გავიდა და რუსეთს ნაბიჯი არ გადაუდგამს. როდის ამოიწურება თქვენი მოთმინება?“, – განუცხადა კალასმა რუბიოს პარიზში გამართულ შეხვედრაზე.

გამოცემა წერს, რომ კალასის შეკითხვამ რუბიო გააღიზიანა და მას ხმამაღლა უპასუხა.

„ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა ეს ომი დავასრულოთ. თუ ფიქრობთ, რომ ამის უკეთ გაკეთება შეგიძლიათ, მაშინ ეს თქვენ გააკეთეთ. ჩვენ გვერდზე გავდგებით“, – უპასუხა რუბიომ.

გამოცემის წყაროების განცხადებით, ვითარების დამშვიდების მიზნით რუბიოსა და კალასს შორის შეხვედრის ბოლოს ცალკე საუბარი შედგა.

„ეს მოსაზრებების გულწრფელი გაცვლაა. დიპლომატია სწორედ ამისთვის არსებობს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Axios-სთან საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა