არქივი10 აგვისტო, 2024, 12:57
კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის განცხადებით, იგი ბელგიაში იმყოფება
კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის განცხადებით, იგი ბელგიაში იმყოფება.
„უკიდურესად მძიმე დღეების შემდეგ მე ვატერლოოში ვარ“, - წერს პუჩდემონი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, კარლეს პუჩდემონი, რომელიც ესპანეთიდან შვიდი წლის წინ, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის ორგანიზების შემდეგ გაიქცა და რომლის მიმართაც დაპატიმრების ორდერია გაცემული, 8 აგვისტოს ესპანეთში დაბრუნდა და ბარსელონაში ასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოვიდა. კატალონიაში მისი გამოჩენის შემდეგ ესპანეთის პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.