ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კატალონიის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნდა

კატალონიის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
კარლეს პუჩდემონი ბარსელონაში ასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოვიდა.
„მიუხედავად ჩვენთვის ზიანის მიყენების მცდელობებისა, მე დღეს აქ მოვედი, რათა მათ შევახსენო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ და არ დავნებდებით! გაუმარჯოს თავისუფალ კატალონიას!“ - მიმართა პუჩდემონმა მხარდამჭერებს.
ცნობისთვის, კარლეს პუჩდემონი ესპანეთიდან შვიდი წლის წინ, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის ორგანიზების შემდეგ გაიქცა. მის მიმართ დაპატიმრების ორდერია გაცემული. გასულ თვეში, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის მიერ კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ კანონის დამტკიცების მიუხედავად, კატალონიელი სეპარატისტების დაპატიმრების ორდერები ძალაში დატოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.