კატალონიის პოლიციამ Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის მკვლელობის საქმეზე, მისი შვილი ჯონათან ანდიკი დააკავა.
ბიზნესმენი 2024 წლის 14 დეკემბერს დაიღუპა მას შემდეგ, რაც ბარსელონასთან ახლოს, კოლბატოს მუნიციპალიტეტში, შვილთან ერთად ლაშქრობისას დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჯონათან ანდიკის თავდაპირველი მონათხრობის მიხედვით, მამამისი ბილიკზე შემთხვევით მოცურდა და კლდიდან გადავარდა.
🔻 გამოძიების საწყის ეტაპზე ყველაფერი ტრაგიკულ სამთო შემთხვევაზე მიუთითებდა. თუმცა, ჯონათან ანდიკის ჩვენებაში აღმოჩენილმა შეუსაბამობებმა და სხვა მტკიცებულებებმა გამომძიებლები აიძულა, საქმე უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ. ჯონათან ანდიკი მოდის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. ესპანური მედიის რამდენიმე გამოცემა იუწყებოდა, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო და ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მათ შორის სერიოზული კამათიც მოხდა.
🔴 Mango-ს დამფუძნებლის შვილი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან ერთი მილიონი ევროს ოდენობით გირაო გადაიხადა.
🔴 ესპანური მედიის ინფორმაციით, გამომძიებლები დანაშაულის მოტივად როგორც შესაძლო ფინანსურ ინტერესებს, ასევე მამა-შვილს შორის დაძაბულ ურთიერთობას განიხილავენ

