ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კარაგერის სახალისო პასუხი პირდაპირ ეთერში - "ლივერპულის" ყოფილ მცველს "ყარაბახი" ქართული კლუბი ეგონა [VIDEO]

კარაგერის სახალისო პასუხი პირდაპირ ეთერში - "ლივერპულის" ყოფილ მცველს "ყარაბახი" ქართული კლუბი ეგონა [VIDEO]

CBS SPORT-ის პირდაპირ ეთერში ყოფილი ფეხბურთელები მიკა რიჩარდსი და ჯეიმი კარაგერი, რომლებიც ახლა ექსპერტებად მუშაობენ, ერთმანეთს ევროპის ლიგის მონაწილე კლუბების ცნობაში ეჯიბრებოდნენ.
მათ ევალებოდათ გამოეცნოთ თუ რომელი გუნდი რომელ ქვეყანას წარმოადგენდა. ჩვენთვის ყველაზე სახალისო და საინტერესო ამბავი "ყარაბახზე" მოხდა, როდესაც ჯეიმი კარაგერს ის ქართული კლუბი ეგონა, მიკა რიჩარდმა კი შეკითხვას ზუსტად უპასუხა.
რიჩარდსმა კარაგერს უთხრა, რომ პასუხი ვარაუდით უნდა გამოეცნო, ჯეიმიმ კი უპასუხა, რომ "ქვიზი" იმისთვის არის, რომ პასუხი იცოდე და არა ვარაუდს დაეყრდნო.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.