“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს – კიდევ რა საკითხებზე იმსჯელეს პარტიის მე-7 ყრილობაზე

პარტია “ქართული ოცნების” მე-7 ყრილობაზე, პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა.
პოლიტსაბჭოს შემადგენლობა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
„ქალბატონებო და ბატონებო, პარტიის წესდების შესაბამისად, დღეს ჩვენ უნდა ავირჩიოთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა. წესდების თანახმად, პოლიტიკურ საბჭოში შედის 15 წევრი, ხოლო კანდიდატურებს ასახელებს პოლიტიკური საბჭოს მოქმედი შემადგენლობა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, წარმოგიდგენთ განახლებულ პოლიტიკურ საბჭოს შემდეგი შემადგენლობით:
– საქართველოს პრემიერი-მინისტრი, პარტიის პოლიტიკური მდივანი;
– ქალაქ თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანი;
– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
– პარტიის აღმასრულებელი მდივანი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე;
– საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
გიორგი ვოლსკი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
თორნიკე რიჟვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე;
ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
დიმიტრი სამხარაძე – პარტიის რეგიონული მდივანი, საქართველოს პარლამენტის წევრი;
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ დელეგატებს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
„ვიცი რა, პარტიის თითოეული წევრის თითოეული წევრის დამოკიდებულება ბატონი ბიძინას მიმართ, თავს უფლებას მივცემ და, 42 000 წევრის სახელით, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში