პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანდიდატის სტატუსი | არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ესტონეთისა და ლიეტუვას საელჩოებს მიმართეს

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია გრძელდება - მესამე სექტორი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიმართავს და საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
იმისთვის, რომ ქვეყანამ დეკემბერში ოფიციალურად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხარდაჭერის თხოვნით დღეს ესტონეთისა და ლიეტუვას საელჩოებს მიმართეს. კამპანია კი გუშინ საბერძნეთის დიპლომატიური უწყებისადმი მიმართვით დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.