აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ერთად ხელიხელჩაკიდებულ მუშაობას, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი – რობინ დანიგანი

აშშ, საქართველოსთან და ევროკავშირთან ერთად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამის შესახებ დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, აშშ-სა და საქართველოს 31 წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ და აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულ მუშაობას.
“ოცი დღის წინ ჩვენ ყველამ აღვნიშნეთ ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო პრეზიდენტს, მთავრობას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. მე ველოდები პოზიტიურ შედეგს კენჭისყრაზე, დეკემბერში.
ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს ოცდათერთმეტ წლიანი პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ, მათ შორის, ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად მთელს მსოფლიოში და საქართველომ ამ დროის განმავლობაში ამ პროცესში დიდი წვლილი შეიტანა. მაგრამ, როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ერთად ხელიხელჩაკიდებულ მუშაობას, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, საქართველოს მთავრობასთან და საზოგადოებასთან, ყველა ქართველთან, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს