კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იყო იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც ქვეყანამ 2012 წელს მიაღწია და რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იყო იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც ქვეყანამ 2012 წელს მიაღწია და რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ, “ქართულმა ოცნებამ”.
როგორც პრემიერმა “ელჩების კონფერენცია 2023-ზე” განაცხადა, მუშაობა გრძელდება, რაც მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ქვეყნის განვითარების გზაზე.
“სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ასოცირებაზე მუშაობა, გაფორმდა ხელშეკრულება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, უვიზო რეჟიმი. წარმოუდგენელი იყო, 2012 წლამდე ვინმეს ეფიქრა ამ შედეგზე. ამ ყველაფრის, დიდი სამუშაოს, ძალისხმევის დაგვირგვინება იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ეს თავისით არ მოხდა, არ მოხდებოდა. ბუნებრივია, ეს იყო დამოკიდებული იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია 2012 წელს – დემოკრატიულ გარდატეხას და დიდ წინსვლას, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ და მთლიანად „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ. რა თქმა უნდა, ეს გზა გრძელდება, რომელიც მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით