ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანადის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადებს – „როიტერი“

კანადის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადებს – „როიტერი“

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო თანამდებობიდან გადადგომას აპირებს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც „როიტერი“ წერს, ტრუდო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს და კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტს ცხრა წლის მმართველობის შემდეგ დატოვებს.
როგორც წყარო ამბობს, ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით, ტრუდოს საჯაროდ მოუწოდეს გადადგომისკენ.
ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერი 2013 წელს გახდა, როდესაც პარტია ღრმა კრიზისში იყო და ისტორიაში პირველად თემთა პალატაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.