ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თანამდებობიდან გადადგა კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო

თანამდებობიდან გადადგა კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ გამოაცხადა, რომ ტოვებს ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას - და მედიას უთხრა, რომ "შიდა ბრძოლებიდან" გამომდინარე ის ვერ იქნება "საუკეთესო არჩევანი" შემდეგი კენჭისყრისთვის.
ტრუდოს თქმით, მან თავისი ლიბერალური პარტიის პრეზიდენტს მიმართა თხოვნით დაიწყოს ახალი ლიდერის ძებნის პროცესი. ტრუდო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება მანამ, სანამ პარტია ახალ ლიდერს შეარჩევს.
ტრუდოს ბოლო ხანებში მძლავრი წინააღმდეგობა ხვდებოდა, გასულ წელს მისი ფინანსთა მინისტრის გადადგომამ მორიგ ჯერზე გამოავლინა მის მთავრობაში მიმდინარე მღელვარება.
სააგენტო "ესოშიეიტედ პრესის" (AP) ინფორმაციით, ტრუდოს გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ოფიციალურმა პირმა, რომელიც პროცესებს იცნობს, ანონიმურობის დაცვის პირობით თქვა, რომ პარლამენტს 24 მარტამდე დაითხოვენ. პარლამენტს მუშაობა 27 იანვარს უნდა განეახლებინა. ახალი ვადა შესაძლებელს გახდის ლიბერალურ პარტიაში ლიდერის გამოვლენას.
სამივე ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ აპირებს უნდობლობა გამოუცხადოს ლიბერალურ პარტიას, როცა პარლამენტის მუშაობა განახლდება - შესაბამისად, დიდი ალბათობით გაზაფხულზე დაინიშნება ახალი არჩევნები, ტრუდოს გრძელვადიანი შემცვლელის შესარჩევად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.