პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანადა უკრაინას დამატებით 46 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

კანადა უკრაინას დამატებით 46 მილიონ აშშ დოლარს F-16-ების ტექნიკური მომსახურებისთვის გამოუყოფს. აცხადებს კანადის თავდაცვის მინისტრი ბილ ბლერი.

„კანადა 46 მილიონი აშშ დოლარის კონტრიბუციას შეიტანს უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობების აღმშენებლობის კოალიციაში“, - აცხადებს ბლერი.

ამასთან, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა ს F-16 თვითმფრინავების ფლოტის შენარჩუნებას, ასევე სათადარიგო ნაწილების და საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება.

ინფორმაციისთვის, გასულ თვეში კანადამ უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად ინსტრუქტორები გაგზავნა.

14 თებერვალს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-19 შეხვედრა გაიმართა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.