ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კამალა ჰარისი - მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ

კამალა ჰარისი - მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ

მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დროა. მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ“, - წერს კამალა ჰარისი სოციალურ ქსელში.
კამალა ჰარისის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების აშშ-ის გუნდს შეხვდა.
„ჰერშ გოლდბერგ-პოლინის და კიდევ ხუთი მძევლის მკვლელობა „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილი სასტიკი, ბარბაროსული აქტი იყო. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, „ჰამასის“ ლიდერები ამ დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.