ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტუმარი რომ სახლში შემოგივა, ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ

სტუმარი რომ სახლში შემოგივა, ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტს ეხმიანება და წერს, სტუმარი რომ სახლში შემოგივა და არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.
პაპუაშვილი ასევე მადლობას უხდის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, მასზე რანგით დაბალ წევრებს შეხვდა.
,,სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ. მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, მასზე რანგით დაბალ წევრებს შეხვდა,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.