კამალა ჰარისი - მნიშვნელოვანია ისრაელის მოსახლეობა და მთავრობა ერთმანეთისგან განვასხვავოთ - ისრაელის მოსახლეობას უსაფრთხოების უფლება აქვს, ისევე როგორც პალესტინელებს
მნიშვნელოვანია ისრაელის მოსახლეობა და მთავრობა ერთმანეთისგან განვასხვაოთ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
„იმ საშინელების შესახებ, რაც მოხდა, უამრავი გრძნობა არსებობს. 7 ოქტომბერს 1 200 ადამიანი დახოცეს, ახალგაზრდები, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ, ქალებზე საშინლად იძალადეს, გაუპატიურება ომის იარაღად გამოიყენეს და შემდეგ ხედავთ რა ხდება ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის თვალსაზრისით, ის საშინელი სურათები, რომელსაც ვხედავთ - ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ისრაელის მთავრობა ისრაელის მოსახლეობისგან განვასხვაოთ, ან არ გავაიგივოთ.
ისრაელის მოსახლეობას უსაფრთხოების უფლება აქვს, ისევე როგორც პალესტინელებს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.