ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კამალა ჰარისი: კამპანიას ისე ვასრულებთ, როგორც დავიწყეთ: ოპტიმიზმით, ენერგიით და ხალისით

კამალა ჰარისი: კამპანიას ისე ვასრულებთ, როგორც დავიწყეთ: ოპტიმიზმით, ენერგიით და ხალისით

კამპანიას ისე ვასრულებთ, როგორც დავიწყეთ: ოპტიმიზმით, ენერგიით და ხალისით,- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, დღეს "ჩვენ ხმას ვაძლევთ უფრო ნათელ მომავალს".

აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკელები 47-ე პრეზიდენტს აირჩევენ.

ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.