ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კამალა ჰარისი – თითოეული ხმა მნიშვნელოვანია

კამალა ჰარისი – თითოეული ხმა მნიშვნელოვანია

თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის ბოლო შეკრებაზე ფილადელფიელ ამომრჩევლებს განუცხადა.
„მარათონი ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ ძლიერად უნდა დავასრულოთ. შეიძლება ისტორიაში ყველაზე ახლო მარათონი იყოს. თითოეული ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პენსილვანიის შტატმა შეიძლება არჩევნების შედეგი გადაწყვიტოს.
„ეს კამპანია 107 დღის წინ დავიწყეთ და ვამთავრებთ ისე, როგორც დავიწყეთ – ოპტიმიზმით, ენერგიით, სიხარულით და იმის ცოდნით, რომ ხალხს გვაქვს ძალა ჩვენი მომავალი შევქმნათ“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.