კამალა ჰარისი - ვგმობ პოლიტიკურ ძალადობას - მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე შესაძლო თავდასხმის მცდელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკურ ძალადობას გმობს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობის გამო. ვგმობ პოლიტიკურ ძალადობას. ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რათა ამ ინციდენტმა არ გამოიწვიოს მეტი ძალადობა“, - აღნიშნულია ჰარისის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
ამასთან, სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჰარისმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის.
„ამერიკაში ძალადობის ადგილი არ არის. მომაწოდეს ინფორმაცია ფლორიდაში, ყოფილ პრეზიდენტ ტრამპის სიახლოვეს მომხდარი გასროლის შესახებ და მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდ არის. ამერიკაში ძალადობის ადგილი არ არის“, - წერს კამალა ჰარისი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.