არქივი16 სექტემბერი, 2024, 01:56
კამალა ჰარისი: ამერიკაში ძალადობის ადგილი ადგილი არ არის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის.
„მე მივიღე ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მახლობლად გასროლის შესახებ და მიხარია, რომ უსაფრთხოდ არის. ამერიკაში ძალადობის ადგილი ადგილი არ არის“, - წერს ჰარისი.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ უსაფრთხოდაა. მედიის ცნობით, ტრამპის გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.