ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა რეგიონში კონფლიქტის გავრცელების პრევენციის შესახებ ისაუბრეს.

კამალა ჰარისმა კვლავ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს დაიცვას თავი „ჰამასისგან“.

ამასთან, ისრაელის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჰარისს მუდმივი მხარდაჭერისთვის.

„მადლობა გადავუხადე ვიცე-პრეზიდენტს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომ ისრაელმა ყველა საზღვარზე დაიცვას თავი. ასევე მადლობა გადაუხადე აშშ-ს მუდმივი მცდელობისთვის, რათა ყველა მძევალი დაბრუნდეს სახლში, რაც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის“, - აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.